კალათბურთი

12:23 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარის 45 ქულით "გოლდენ სტეიტმა" ისევ მოიგო, "დალასს" დონჩიჩმა ვერ უშველა

NBA-ს მიმდინარე სეზონში „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ მეორე გამარჯვება იზეიმა და საკუთარ მოედანზე ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ დაძაბულ ბრძოლაში, 115:113 დაამარცხა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ისევ სტეფ კარი იყო, რომელმაც 37:33 წუთში 45 ქულით, 10 მოხსნით, 1 პასითა და 1 დაფარებით ორმაგი დუბლი მიიითალა. ენდრიუ იგინსის აქტივში 17 ქულაა, ხოლო დემიონ ლიმ 11 ქულა დააგროვა. „კლიპერსში“ პოლ ჯორჯი გამოირჩა, 31 წლის ამერიკელ ფორვარდს 29 ქულით და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა, თუმცა ეს მისი გუნდის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა.

„ატლანტა ჰოუქსი“ კი შინ „დალასს მავერიქსს“ დაუხვდა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 113:87. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი 20 ქულით კამერონ რედიში იყო, ხოლო ტრეი ინაგმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა - 14 პასი.

„დალასს“ ლუკა დონჩიჩის მორიგმა ბრწყინვალე თამაშმა ვერ უშველა. სლოვენიელმა კალათბურთელმა 18 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, მაგრამ მისი გუნდი „ატლანტასთან“ მაინც უშანსოდ დამარცხდა.

0.11747