უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურში იტალიური „რომა“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ ესტუმრა და აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, მითუფრო საწყის ორ ტურში იოლად ჰქონდა მოგებული.
თუმცა, ჟოზე მოურინიოს გუნდს თავს ნამდვილი კოშმარი გადახდა - „რომამ“ 1:6 წააგო! „ჯალოროსისთვის“ მსგავსი ანგარიშით წაგება უცხო ნამდვილად არ არის, მაგალითად ამ საუკუნეში „მანჩესტერთან“, „ბაიერნთან“ და „ფიორენტინასთან“ წააგეს 1:7, მაგრამ „ბოდო გლიმტის“ კალიბრის გუნდთან ასეთი ალიყური მაინც მოულოდნელია.
„რომასთვის“ თუ ეს ყოველივე პირველი არ არის, აი, მოურინიოს სამწვრთნელო კარიერიაში ნამდვილად ყველაზე სამარცხვინო მარცხია. მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა პირველად გაუშვა თამაშში 6 გოლი, არადა, ეს იყო პორტუგალიელის 1008-ე მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში!
როგორც ნამატჩევს მოურინიომ თქვა, შეცდომა თვითონ დაუშვა, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა და შემადგენლობა გადაახალისა, მათ ჩვენზე ხარისხიანი გუნდი ჰყოლიათო...