ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის დასრულების შემდეგ უეფამ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც Fantasy Football-ის მიხედვითაა შედგენილი.
საუკეთესო 11-ეულში პოზიციების შესაბამისად მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც Fantasy Football-ში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: ივო გრბიჩი (ლილი)
მცველები: სებასტიან კოატესი (სპორტინგი), ჟერარ პიკე (ბარსელონა), დელეი ბლინდი (აიაქსი), ჟორდი ალბა (ბარსელონა)
ნახევარმცველები: ჟორჟინიო (ჩელსი), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), ლეროი სანე (ბაიერნი)
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ნოა ოკაფორი (ზალცბურგი), ვინისიუსი (რეალი)