ფეხბურთი

13:11 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრების პროგრესი და ცვლილებები ათეულში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა. ოქტომბრის თვის რეიტინგში ვილი სანიოლის გუნდი 1243 ქულით 93-ე ადგილზეა, რაც 3 ქულით და ასევე 3 პოზიციით მეტია წინა თვესთან შედარებით.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში საბერძნეთის ნაკრებთან 0:2 წააგო, მაგრამ შემდეგ კოსოვოს 2:1 აჯობა, რამაც რეიტინგში წინსვლა განაპირობა.

91. ბაჰრეინი - 1250 ქულა

92. სიბანი - 1250 ქულა

93. საქართველო - 1243 ქულა

94. ლუქსემბურგი - 1234 ქულა

95. ბელარუსი - 1233 ქულა

ფიფას რეიტინგის მოწინავე ათეულში რამდენიმე ცვლილებაა. საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებმა ინგლისს გადაასწრეს და ოთხეულში შევიდნენ, ხოლო ლიდერის პოზიციას ისევ ბელგია ინარჩუნებს, რომელსაც კვალში ბრაზილია უდგას.

1. ბელგია - 1832 ქულა

2. ბრაზილია - 1820 ქულა

3. საფრანგეთი - 1779 ქულა

4. იტალია - 1750 ქულა

5. ინგლისი - 1750 ქულა

6. არგენტინა - 1738 ქულა

7. ესპანეთი - 1687 ქულა

8. პორტუგალია - 1681 ქულა

9. მექსიკა - 1672 ქულა

10. დანია - 1668 ქულა

ფიფა რეტინგს ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ განაახლებს, საქართველოს ნაკრები კი წლის ბოლო ორ მატჩს შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს.

0.120395