ფეხბურთი

17:58 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმოსთვის მანჩესტერული კლუბები იბრძვიან

ესპანეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ ფეხბურთელი დანი ოლმო შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს.

ესპანური მედიის ცნობით, ნიჭიერი შემტევით „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი. „წითელი ეშმაკები“ აქამდეც აქტიურობდნენ, მაგრამ ახლა საქმეში „ქალაქელებიც“ ჩაერთვნენ.

დანი ოლმოს სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდაა შეფასებული. მიმდინარე სეზონში მან 3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

დანი ოლმო „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა, პროფესიონალურ დონეზე სახელი ზაგრების „დინამოში“ გაითქვა.

0.112378