ფეხბურთი

16:11 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგაზე სათამაშოდ მზადაა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის მესამე ტურში ბელგრადის „პარტიზანის“ წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის განაცხადიშია და ბელგრადში იმყოფება, სადაც მატჩი მატჩი გაიმართება.

ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრების მატჩი სუნთქვის პრობლემების გამო კოსოვოსთან გაუცდა, ხოლო „გენტს“ ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა.

ბელგიურ გუნდს კონფერენს ლიგაზე ორ ტურში 6 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. „პარტიზანთან“ შეხვედრა კი 21 ოქტომბერს გაიმართება. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

0.155515