ფეხბურთი

1:34 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერას ბასკები ლიდერობენ

შაბათს ესპანური პრიმერას მე-9 ტურის ორი მატჩი გაიმართა. „ლევანტე“ და „ხეტაფე“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, კაცნაკლულმა „სოსიედადმა“ კი „მლიორკას“ ბოლო წუთებზე გაუტანა.

„სოსიედადი,“ რომელსაც „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ გადადებული მატჩების კვალად, გალიდერების შანსი ჰქონდა, პირველი ტაიმის ბოლოს უმცირესობაში დარჩა. აიჰენ მუნიოსი მეტოქე რუის დე გალარეტას ეუხეშა და ყვითელი ბართი მიიღო და რადგან მსაჯს ის მე-14 წუთზე უკვე გაეფრთხილებინა, მინდვრის დატოვება მოუხდა.

ბასკებმა მაინც იძალეს და პრიმერას ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. 90-ე წუთზე ხუან ლობეტემ გაიტანა.

ახლა „სოსიედადი“ 20 ქულით პრიმერას ცხრილში პირველია.

0.137374