ფეხბურთი

20:31 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: "დღეს ბევრად უკეთესი ხვიჩა იყო"

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა - 2:2. მატჩის შემდეგ ყაზანელთა მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს, რაზეც მას ლაკონური პასუხი ჰქონდა.

- დღეს ის ხვიჩა იყო, რომლის ხილვაც გინდოდათ?

- ეს ბევრად უკეთესია, უდავოდ.

კვარაცხელიამ „ლოკომოტივთან“ შეუცვლელად ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა, მაგრამ აქტიური იყო, მეორე საგოლე შეტევაც მან წამოიწყო. სლუცკის გუნდი „ლოკომოტივს“ 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 2:2, მეორე გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაუშვა. 20 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

„რუბინმა“ სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, მაგრამ ბოლო ოთხი ტურია არ მოუგია და 15 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 ოქტომბერს, სტუმრად „უფასთან“ გამართავს.

0.144144