ფეხბურთი

16:59 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილმა გოლი "ზენიტს" გაუტანა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და ტულას „არსენალის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარგ ფორმაშია. ნაკრების შემდეგ მან კლუბშიც გაიტანა, თანაც რუსეთის მოქმედი ჩემპიონისა და საუკეთესო გუნდის, „ზენიტის“ წინააღმდეგ.

ზურიკომ 53-ე წუთზე დანიილ ხლუსევიჩის პასით მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა და ანგარიში გახსნა. ქართველი შემტევი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება მატჩს, „ზენიტმა“ არტიომ ძიუბას 88-ე წუთით გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში კინგს კანგვამ ტულელები ისევ წინ გაიყვანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეათე მატჩში მეორე გოლი გაიტანა (მანამდე „კრილია სოვეტოვთან“). საინტერესოა, რომ ზურიკოს სეზონში 2 გოლზე მეტი რუსეთში არ აქვს გატანილი, იგივე შედეგი 2019-2020 წლების სეზონში „რუბინის“ მაისურით დააფიქსირა (26 შეხვედრაში). გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ დავითაშვილის გოლით საქართველოს ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა, ხოლო სექტემბერში ბულგარეთსაც გაუტანა, ხოლო "არსენალის" მაისურით ერთხელ თავი რუსეთის თასზეც გამოიჩინა. ასე რომ, საკლუბო-სანაკრებო დონეზე სეზონში უკვე 5 გოლი აქვს მითვლილი.

ტულას „არსენალი“ 11 თამაშში მოპოვებული 12 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 ოქტომბერს, სტუმრად „როსტოვს“ შეხვდება.

0.124309