ჩოგბურთი

4:14 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ივანოვიჩი, მოია, პენტა და ფერერო საჩოგბურთო დიდების დარბაზში

სერბი ანა ივანოვიჩი, იტალიელი ფლავია პენეტა, ასევე ესპანელები, კარლოს მოია და ხუან კარლოს ფერერო, საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში არიან ნომინირებულები. მათ შორის, იმავე დარბაზში ნომინცია ერგოთ წყვილების ზიმბაბველ სპეციალისტ კარა ბლეკს და ამერიკელ ლაიზა რეიმონდს.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ივანვიჩის ანგარიშზე, 15 ტიტულია. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული, როლან გაროსისაა (2008 წელი). მას რეიტინგის მოწინავე ხუთეულში, 91 კვირა აქვს გატარებული.

პენეტას ანგარიშზეც, ერთეულებში დიდი სლემის ერთი ტიტულია. 2015 წელს მან აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, რომლის ფინალშიც, თანამემამულე რობერტა ვინჩი დაამარცხა. სხვათა შორის, ეს ფლეშინგ მედოუსზე პირველი იტალიური ფინალი იყო. გარდა ამისა, პენეტას ერთეულებში კიდევ 10 ტურნირი აქვს მოგებული. რეიტინგში მისი უმაღლესი ადგილი მეექვსეა. მასვე ავსტრალიის ღია პირველობა წყვილებში აქვს მოგებული და იტალიის ნკრებთან ერთად, ოთხჯერ გახდა ფედერაციის თასის ჩემპიონი.

მოიას ანგარიშზე, 20 ტიტულია. მათგან ერთი საფრანგეთის ღია პირველობაზე მოიპოვა (1998 წელს). ის არის მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და ესპანეთის ნაკრებთან ერთად, 2004 წელს დევისის თასს დაეუფლა.

ფერეროსაც დიდი სლემის ერთი ტურნირი აქვს მოგებული და მასაც როლან გაროსი (2003 წელს). წინა სეზონში, მან იქვე ფინალს მიაღწია. 2003 წელს კი აშშ-ის ღია პირველობის ფინლშიც ითამაშა. იმ სეზონში მან რეიტინგის პირველი საფეხურიც დაიკავა. 2000 წელს ფერერო იყო ის ჩოგბურთელი, რომლის მიერ მოპოვებულმა ქულამაც, ესპანეთს დევისის თასი პირველად მოაგებინა.

0.137297