ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მილანის" შემტევ ნახევარმცველს ბრაიმ დიასს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
დიასი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია. "მილანის" სხვა ფეხბურთელებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. "როსონერის" ამავე ვირუსით ტეო ერნანდესი გამოაკლდა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს დაუბრუნდა და შესაძლოა მომავალ შეხვედრაში ითამაშოს. დიასმა მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.