არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ პერუსთან (1:0) მატჩის შემდეგ ბრაზილიელი მსაჯი ვილტონ სამპაიო გააკრიტიკა. როგორც მესიმ აღნიშნა, ეს არბიტრი არგენტინის მატჩებზე ყოველთვის მიზანმიმართულად უარყოფითად იქცევა.
„რთული თამაში იყო, მეტოქემ დაცვაში ღრმად ითამაშა და სივრცეებს არ ტოვებდა. ეს მსაჯი კი ჩვენი მატჩების განსჯისას ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს. როგორც ჩანს, ასე მიზანმიმართულად იქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც მიზანთან გვაახლოვებს“, - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პერუს ნაკრებმა მეორე ტაიმში არგენტინელთა კარში პენალტი ვერ გაიტანა. „ალბისელესტეს“ 11 თამაშში 25 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიონელ სკალონის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვს.