ფეხბურთი

15:17 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი „ლაიფციგთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ კოსტარიკელმა მეკარემ, კეილორ ნავასმა, აშშ-ის ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში (1:2), ბარძაყი დაიშავა და შესვენებაზე შეცვალეს - გვამცნობს Mundo Deportivo.

ახლა მეკარე პარიზული კლუბის სამედიცინო ცენტრში საფუძვლიან შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება ტრავმის სირთულე. წყაროს ინფორმაციით, ის ვერ ითამაშებს ფრანგული ლიგა 1-ის მე-10 ტურის შეხვედრაში „ანჟესთან“ (15 ოქტომბერს), ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ლაიფციგთან“ (19 ოქტომბერს).

0.105037