„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი, ჰარი მაგუაირი, კუნთის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს. თუმცა, ჩანს, მეტი მატჩების გამოტოვება მოუწევს, ვიდრე თავიდან იყო ნათქვამი. ულე -გუნარ სულშერი, ალბათ კაპიტანს ოქტომბრის ბოლომდე ვერ ათამაშებს - გვამცნობს Sky Sports.
თავიდან ითქვა, რომ მაგუაირს სამი კვირა გაუცდებოდა და 24 ოქტომბერს „ლივერპულთან“ შეხვედრისთვის მზად იქნებოდა. მაგრამ ჰარი არა მხოლოდ მერსისაიდულ კლუბთან, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ და პრემიერლიგაში „ტოტენჰემთან“ მატჩებსაც გამოტოვებს.