პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ შესაძლოა კარიერა ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც The Sun-ი იუწყება, იტალიელები იანვარში შეეცდებიან სილვას გადაბირებას, თუმცა პრობლემა შესაძლოა ინგლისელებისგან მოთხოვნილი დიდი თანხა აღმოჩნდეს.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა, თუმცა პორტუგალიელი "ქალაქელების" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და ინგლისელები მის სანაცვლოდ უფრო მეტს მოითხოვენ.
სილვა "სიტიმ" "მონაკოდან" 2017 წელს დაიმატა. მას შემდეგ ბერნარდუმ 210 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.