ფეხბურთი

17:21 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი გაათავისუფლეს

კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბერნარ შალანდი დაითხოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ მიიღო, თუმცა მიზეზი ზოგადად, ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგებია.

შალანდის გათავისუფლების შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.

„თავიდანვე მიზნად დავისახეთ კარგი გუნდის შექმნა. როგორც მწვრთნელმა კარგი დრო გავატარე აქ და მადლობას ვუხდი ყველას თანამშრომლობისთვის. ფედერაციიდან დაწყებული, ფეხბურთელებითა და სტაფით დამთავრებული“, - თქვა 70 წლის შვეიცარიელმა.

ბერნარ შალანდი კოსოვოს ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებდა. მანამდე მას „იანგ ბოიზში“, „სერვეტში“, შვეიცარიის 17, 18 და 21-წლამდე ნაკრებებში, „ციურიხში“, „სიონში“, „ქსამაქსში“, „თუნსა“ და სომხეთის ნაკრებში უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზეა და საქართველოს ნაკრებს ბურთების ბალანსით ჩამორჩება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კოსოვოელთა ახალი მთავარი მწვრთნელი. კოსოვოს ნაკრები საქართველოს დარად ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში C დივიზიონშია, მაგრამ ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან, რადგან ორივე მესამე კალათაშია განთესილი.

0.120938