ფეხბურთი

18:17 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქერიკს “მანჩესტერში” დარჩენა სურს   

“მანჩესტერ იუნაიტედის” 33 წლის ფეხბურთელი მაიკლ ქერიკი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედს გამოთქვამს. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და ამ ეტაპზე კლუბის პოზიცია უცნობია.

“სეზონის ბოლოს “მანჩესტერთან” ხელშეკრულება მიმთავრდება, თუმცა, ვიმედოვნებ, საშობაოდ ან სეზონის ბოლოს ახალ კონტრაქტს გავაფორმებ”, - განაცხადა მაიკლმა.

ქერიკი 2006 წლიდან მოყოლებული “მანჩესტერის” წევრია, ხოლო ნაკრებში დებიუტი 2001 წელს “ვესტ ჰემში” თამაშის დროს მოუწია.

0.120546