„ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუნხენური გუნდის მწვრთნელობისას, ხოსეპ გვარდიოლასგან ბევრი ისწავლა.
„გვარდიოლამ ფეხბურთზე სხვა თვალით შემახედა. ახლა უკეთ ვხედავ, ვინ რა შეცდომა დაუშვა, ვინ კარგად ითამაშა. როგორ უნდა იყო მეტოქეზე ერთი ნაბიჯით წინ. პეპი ხშირად მესაუბრებოდა ტაქტიკაზე და მიხსნოდა: უფრო ძლიერ ფორვარდად ვერ გაქცევ, რადგან ისედაც კარგი ფეხბურთელი ხარ. შემიძლია პარტნიორებს ბურთი საჯარიმომდე სწრაფად მოვატანინო, იქ კი უკვე გეცოდინება რა უნდა გააკეთო.“ - ციტირებს პოლონელი ფეხბურთელის სიტყვებს ესპანური Marca.