თამაშგარე

13:15 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვას ვირუსმა ვერაფერი დააკლო

კორონა-ვირუსი ის სენია, რომელიც ცნობილი და პოპულარული ადამიანების კარზეც ხშირად “აკაკუნებს“. გამონაკლისი არც ვეტერანი რუსი მეჩოგნე მარია შარაპოვა აღმოჩნდა, რომელმაც ეს სენი საკმაოდ ადვილად დაძლია და ახლა ყველას მოუწოდებს, რომ დროულად აიცრან და მკურნალობაზე უარი არ თქვან.

მარიას ვირუსი ლონდონში შეყრია და ეს ავადობა ლონდონის გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში გადაიტანა ექიმის მეთვალყუროების ქვეშ. როგორც მარია ამბობს, მიუხედავად ცუდად ყოფნისა, კვლავინდებურად აგრძელებდა დილის ვარჯიშების ციკლს და ეს ვირუსის ადვილად დამარცხებაში ძალიან დაეხმარა.

რაც შეეხება შარაპოვას ბოლოდროინდელ საქმიანობას, ადრეც გაუწყებდით, რომ ჯერ კიდევ აქტიური მეჩოგნეობისას მარიას რამდენჯერმე ჰქონდა ახალი ბიზნესის წამოწყების მცდელობა და სხვადასხვა მიზეზით ყველაფერი ჩაუფლავდა. ამის მიუხედავად, ეს გოგო არ ცხრება და ჯიუტად აგრძელებს “ბიზნესვუმენობას“.

0.113053