სხვა

1:58 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კენიელმა ჩეპნგეტიჩმა ჩიკაგოს მარათონი მოიგო

ჩიკაგოში ტრადიუციული მარათონი გაიმართა, რომლის ქალთა გარბენი კენიელმა რუთ ჩეპნგეტიჩმა მოიგო, მამაკაცებს შორის კი ეთიოპიელმა სეიფუ ტურამ მოიგო.

ჩეპნგეტიჩმა, ვინც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონია. მან თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა მეტოქეებს და პირველი 10 კილომეტრის შემდეგ, უახლოეს მდევარს 27 წამს უგებდა. მან არც ამის შემდეგ დააგდო ტემპი და ფინიშის ხაზი სტარტიდან 2 საათის, 22 წუთის და 31 წამის შემდეგ გადაკვეთა. გამარჯვებულს 49 წამით ჩამორჩა მეორეზე გასული ამერიკელი ემა ბეიტსი.

„კარგი გარბენი გვქონდა. თუმცა რთულიც იყო. როცა მარტო დარბიხარ, ეს იოლი არაა. ყურადღება მოვიკრიბე, მოვინდომე და რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დამიკარგავს“, - განაცხადა ჩეპნგეტიჩმა.

რაც შეეხება ტურას, მისთვის ეს პირველი დიდი გამარჯვებაა. მან ბოლო სწორზე აჯობა ჩიკაგოს მარათონის 2017 წლის ჩემპიონს, ამერიკელ გალენ რაპს (რიოს თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი). გამარჯვებულმა ფინიშს 2 საათში, 06 წუთსა და 12 წამში მიღწია და 23 წამით აჯობა რაპს.

„ბრიზის გამო, გარბენის პირველი ნაწილი არ იყო სწრაფი და ეს მე ძალების დაზოგვაში დამეხმარა. ძალიან მოვინდომე და ბოლომდე თავდაუზოგავად ვიბრძოლე“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

0.158141