კალათბურთი

22:47 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 11 ქულა "ბარსელონასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში სევილიის „ბეტისმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 61:78 დამარცხდა.

ბექა ბურჯანაძე ანდალუსიელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 21:09 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

„ბეტისმა“ პირველ ტურში მოიგო, მაგრამ მას მერე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 ოქტომბერს, სტუმრად „გრან კანარიას“ შეხვდება.

0.104598