ფეხბურთი

20:15 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "რომ არა წითელი ბარათი, ესპანეთთანაც კარგად ვითამაშებდით"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგაზე ბელგიასთან (2:1) გამარჯვებისა და მესამე ადგილის დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ესპანეთთან, რომ არა პირველ ტაიმში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენა, „სკუადრა აძურა“ ისე ითამაშებდა, როგორც ბელგიასთან.

„ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშებს. ნახევარდაცვაში გვაქვს სხვადასხვა არჩევანი და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, დღეს ცვლილებების მიუხედავად, ყველამ აჩვენა, რომ კარგად თამაში შეუძლიათ. კიეზა? მას შეუძლია თამაში მარცხნივ და მარჯვნივ, არცერთ ფლანგზე არ აქვს სირთულეები და დღეს მარცხნივ ძალიან კარგად ითამაშა. ბერარდი და რასპადორი, ისევე, როგორც კინი კარგები იყვნენ.

ევროპის ჩემპიონატის იტალია იყო ესპანეთთან მატჩშიც, მაგრამ 10 კაცით თამაში რთულია და ამ პრობლემის წინაშე დავდექით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე ვითამაშებდით, როგორც დღეს. ახლა შვეიცარიასთან მატჩზე ვფიქრობთ და მჯერა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ“, – თქვა მანჩინიმ.

აქვე გეტყვით, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების ისტორიაში 30 თამაშის მოგება ყველაზე სწრაფად მოახერხა (44 მატჩიდან).

0.138277