ფეხბურთი

19:05 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "მესის და რონალდუს წასვლის შემდეგ ლა ლიგაში სათამაშო ტემპი დაეცა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში დღესითვის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. არგენტინელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში სათამაშო ტემპი დაეცა.

„ყოველ ჯერზე პრემიერლიგაში უფრო სწრაფად თამაშობენ, ახლა იქ ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთია. ამჟამად არ არის ისე, როგორც ადრე, მხოლოდ მაღალი ტემპი და დინამიკა, არის ასევე ტაქტიკური თამაში და ბურთის მოპოვებას დიდი ყურადღება ეთმობა.

რას ვფიქრობ, მესისა და რონალდუს ლა ლიგიდან წასვლაზე? მათი წასვლით ყველა გუნდი დაზარალდა. ისინი ლა ლიგას ამდიდრებდნენ, რადგან მრავალი წლის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ. მათი წასვლის შემდეგ მნიშვნელოვნად რა შეიცვალა? ჩემპიონატში სათამაშო ტემპი დაეცა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ამ ბიჭების გარეშე ლა ლიგა უნდა გაიზარდოს და განვითარდეს“, - თქვა სიმეონემ El Pais-თან ინტერვიუში.

0.111603