თურქეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, მაგრამ კვირის რბოლას პოულიდან მისი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი დაიწყებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მეოხე შიდაწვის ძრავი დაუყენეს, რის გამოც, სტარტზე 10 ადგილით უკან დადგება.
მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა ჰამილტონის კონკურენტი ტიტულისთვის ბრძოლაში მაქს ფერსტაპენი, ვინც ჩემპიონატის ლიდერთან, სეზონის დასრულებამდე შვიდი რბოლით ადრე, მხოლოდ ორი ქულას აგებს.
მოპოვებული პოული ბოტასის კარიერაში არის მე-18. ამასთან, პორტუგალიის ეტაპის (მაისი) შემდეგ, ფინელი მოწინვე პოზიციას პირვლად დაიკავებს.
„ხვალ რთული რბოლა მექნება, მაგრამ თავს არ დავზოგავ. ტრასაზე გრძელი სწორი გვაქვს. ვნახოთ, მანდ რა გამოგვივა. იმედ მაქვს, მაგ ადგილზე ფანებს საინტერესო რბოლას ვუჩვენებთ“, - განაცხადა ჰმილტონმა.
შეგახსენებთ, რომ წინა რბოლაში, ფერსტაპენის მანქანაზე ძალური დანადგარი სრულად შეცვალეს, რის გამოც, მან სტარტი ბოლო რიგიდან აიღო, თუმცა ფინიშზე მეორე მივიდა. ამაში მას ნაწილობრივ, წვიმა დაეხმარა, რომელიც რბოლის მიწურულს წამოვიდა და ბევრი რამ აურია.
მეორე რიგიდან რბოლას შარლ ლეკლერი და პიერ გასლი დაიწყებენ. ფრანგი პილოტი სავარაუდოდ, ჰამილტონისთვის ძლიერი წინააღმდეგობა იქნება.
სტარტს ბოლო ადგილიდან აიღებს კარლოს საინსი, ვისაც აგრეგატი სრულად შეუცვალეს. კვალიფიკაციის ბოლო ნაწილში, ესპანელმა თანაგუნდელ ლეკლერს დახმარება აღმოუჩინა - ტრასაზე მის წინ გავიდა და აეროდინამიკური „ტომრით“ (გაუხშორბული სივრცე მანქანის უკან) დაეხმარა.
თურქეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'22.998
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1'23.196
- შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 1'23.265
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'23.326
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'23.477
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'23.706
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'23.954
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'24.305
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'24.368
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'24.795
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)* 1'22.868
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'24.842
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1'25.007
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'25.200
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'25.881
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'26.086
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1'26.430
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'27.525
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'28.449
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) -
შენიშვნა: ჰამილტონი ძრავის შეცვლის გამო 10 ადგილით დაჯარიმდა