ფეხბურთი

12:16 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ოქროს ბურთს ჟორჟინიოს თუ არ გადასცემენ, უცნაური იქნება"

იტალიის ნაკრები ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის ტურინში ბელგიის ნაკრებს უმასპინძლებს. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩამდე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს მატჩი მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიფას რეიტინგში ქულები სჭირდებათ. ამასთან აღნიშნა, რომ ჟორჟინიო ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს.

„ჟორჟინიო ოქროს ბურთს იმსახურებს, მან ყველაფერი მოიგო და სავსებით იმსახურებს. თუ ვერ მოიგებს, ჩემთვის უცნაური იქნება. ბევრი იტალიელი ნომინანტებში? იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელები არიან და არა ჩემი დამსახურებით.

ბელგიასთან ახალ ფეხბურთელებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რომ დაამტკიცონ თავიანთი ღირებულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან რეიტინგისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრისთვის ქულები გვჭირდება, ბელგიას კი ეს პრობლემა არ აქვს, რადგან ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა. ამიტომ, გამარჯვება გვჭირდება. მშვენიერ გზაზე ვართ და გაუმჯობესება საჭიროა. ბიჭებს შეუძლიათ 5-6 წელი ასეთ დონეზე ითამაშონ. ესპანეთთან მატჩით ვამაყობ, რადგან 10 კაცით დარჩენის შემდეგ შეიძლებოდა 4:0 ან 5:0 წაგვეგო, მაგრამ კაცნაკლულებმა გოლი არ გავუშვით და გავიტანეთ. კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიისა და ბელგიის მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.134854