მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მეორე ტურის MVP გახდა.
შენგელიას ტურში მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (29) ჰქონდა და ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.
თორნიკემ „ანადოლუ ეფესთან“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 32:29 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი როგორც ვთქვით, 29-ს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო კალათბურთელად კარიერაში მეხუთედ დაასახელეს.