ფეხბურთი

0:16 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ხუთი ფრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა

მსოფლიოს 2022 წლის D ჯგუფის შესარჩევ მატჩში, უკრაინის ეროვნულმა გუნდმა სტუმრად ფინელები 1:2 დაამარცხა.

უკრაინელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე ანგარიში ანდრეი იარმოლენკომ გახსნა. ნახევარი საათის თავზე მასპინძელმა ტეემუ პუკიმ გაათანაბრა. თუმცა ექვს წუთში რომან იარემჩუკმა ისევ დააწინაურა ალეკსანდრ პეტრაკოვის გუნდი.

საინტერესოა, რომ უკრაინის ნაკრებმა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველად გაიმარჯვა. მანამდე კი ხუთივე შეხვედრა ფრედ დაემთავრებინათ.

ახლა უკრაინამ 8 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 12-ქულიანი საფრანგეთია.

0.113008