ფეხბურთი

17:39 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედინ აზარი ტრავმირებულია და იტალიის ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ედინ აზარი ტრავმირებულია და ის ერთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

მან ტრავმა საფრანგეთთან ნახევარფინალურ შეხვედრაში მიიღო და მოედანი ნაადრევად - 74-ე წუთზე დატოვა. შედეგად, აზარი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მადრიდში, სადაც მას ახლა სიღრმისეული სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, რომელიც მიზნად ისახავს საბოლოოდ განსაზღვროს მისი გამოჯანმრთელების დრო.

ბელგიის ნაკრების ექიმების თქმით, ფეხბურთელის დისკომფორტის ყველაზე სავარაუდო მიზეზი კუნთების დაზიანებაა და სავარაუდოა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ბელგიის მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართება, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.112941