ფეხბურთი

22:03 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ოქროს ბურთის" ნომინანტთა სია ცნობილია

ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინატების 30-კაციანი სია დაასახელა და მათგან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდება.

ავტორიტეტულმა გამოცემამ 30-კაციან ნუსხაში ფედერიკო კიეზას ადგილი ვერ იპოვა, რაც 23 წლის იტალიელის სეზონიდან და ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე გასაკვირია. ნომინანტთა ჩამონათვალი კი ასეთია:

სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ესპანეთი), ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია), კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი, იტალია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი, იტალია), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი, პორტუგალია), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი, ნორვეგია), ჯორჟინიო (ჩელსი, იტალია), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სიმონ კიაერი (მილანი, დანია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), რომელუ ლუკაკუ (ჩელსი, ბელგია), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ჟერარდ მორენო (ვილიარეალი, ესპანეთი), მეისონ მაუნტი (ჩელსი, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), პედრი (ბარსელონა, ესპანეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუის სუარესი (ატლეტიკო, ურუგვაი).

გარდა ამისა, France Football-ი წლის საუკეთესო მეკარეს დაასახელებს, რომელსაც ლევ იაშინის სახელობის პრიზი გადაეცემა და 10 მეკარეა ნომინირებული:

ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია), კასპერ შმეიხელი (ლესტერი, დანია), ედუარდ მენდი (ჩელსი, სენეგალი), ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), კეილორ ნავასი (პსჟ, კოსტა რიკა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია), იან ობლაკი (ატლეტიკო, სლოვენია), სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი, სლოვენია).

France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს. ფრანგულ გამოცემას შარშან ჯილდო არავისთვის გადაუცია, რაც კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული.

0.128126