ამერიკაში NBA-ს 18 კალათბურთელი დააკავეს. მათ ბრალი 2017-2020-წლებში ჩადენილ თაღლითურ სქემაში ედებათ. ექს კალათბურთელების მიზანი NBA-ს სადაზღვევო ფონდიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტებისათვის კომპენსაციის მიღება იყო. ეს ყალბი დოკუმენტები მიუთითებდა პროცედურებზე, რომლებიც რეალურად არ განხორციელებულა. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ დოლარზე.
სადაზღვევო ფონდი ("NBA Players Health and Wellness Plan") შეიქმნა NBA-ს მოთამაშეთა კავშირის მიერ და ეხმარებოდათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ნაწილის დაფარვაში. 2017 წელს NBA-ში მინიმუმ სამი სეზონის მქონე ყველა ყოფილი მოთამაშე ჩართული იყო ამ დაზღვევის პროგრამაში.
დაპატიმრებულთა შორის ყველაზე ცნობილი ტონი ალენია. ის 2004-2010 წლებში “ბოსტონის” ღირსებას იცავდა, სადაც 2008 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა. 2010-2017 წლებში კი “მემფისში” თამაშობდა.
კარიერის განმავლობაში ტონის 40 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო. ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოს დოკუმენტებში ბრალდებულთა ჩამონათვალში ასევე არის მე-19 სახელი: დეზირი ალენი, ტონის ცოლი. სრული სია კი შემდეგნაირია: ჯამარიო მუნი, სებასტიენ ტელფეირი, მილ პალასიო, ანტუან რაიტი, დარიუს მაილსი, რუბენ პეტერსონი, ედი რობინსონი, გრეგორი სმითი, ტერენს უილიამსი, ალან ანდერსონი, ტონი ალენი, შენონ ბრაუნი, ვილიამ ბაინემი, მელვინ ელი, კრისტოფერ დუგლას-რობერტსი და ტონი ვროტენი.