„რედ ბული“ თურქეთის დიდი პრიზზე უჩვეულო ფორმაში იასპარეზებს. გუნდმა გადაწყვიტა, რომ პარტნიორ „ჰონდასადმი“ პატივისცემის ნიშნად, მანქანები იაპონური კომპანიის ფერებში, თეთრად გაეფორმებინა.
„ჰონდა“ ფორმულა 1-ს ამ სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს ეტაპი კი, კალენდრის პირვანდელი ვარიანტით იაპონიაში, „ჰონდას“ საკუთრებაში მყოფი სუზუკას ტრეკზე უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ პანდემიის გამო, იაპონელებმა თავიანთი რბოლა გააუქმეს და მათი ადგილი კალენდარში თურქეთმა შეავსო.
„რედ ბული“ სწორედ სუზუკაზე გეგმავდა თეთრ ფორმაში გამოწყობას. მაგრამ რადგან ეტაპი თურქეთში ტარდება, ამას ისტანბულ პარკზე აკეთებს. ავსტრიულმა გუნდმა თაისი მანქანების გასაფორმებლად ის სტილი გამოიყენა, რომელშიც „ჰონდა RA272“ იყო გამოწყობილი. ავტომობილი, რომლითაც ამერიკელმა რიჩი გინტერმა, მექსიკის 1965 წლის დიდი პრიზი მოიგო.
ისტანბულ პარკზე შეცვლილი გაფორმებით იასპარეზებს „რედ ბულის“ მეორე გუნდი „ალფატაურიც“, რომლის მანქანებსაც, უკანა ფრთაზე იაპონურად „მადლობა“აწერია.