ავტოსპორტი

1:09 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი: ჰამილტონი ჯადოქარია, რასელი კი მოსწავლე

მომავალი სეზონიდან, „მერსედესში“ ვალტერი ბოტასს ამბიციური ჯორჯ რასელი შეცვლის, ვისაც ხშირად მომავალ ჩემპიონად მოიხსენიებენ. ბუნებრივია, მისთვის მეორე პილოტობა, თუნდაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან, მიუღებელი იქნება. მოსალოდნელია, რომ ჰამილტონს მომავალ სეზონში იოლი ცხოვრება არც თანაგუნდელისგან ექნება.

„მერსედესს“ შიდა ბრძოლის გამოცდილება უკვე აქვს. ლუის ჰამილტონსა და ნიკო როსბერგს შორის თავიდან არსებული მეგობრული ურთიერთობა, ტრასაზე მწვავე ბრძოლებში გადაიზარდა, რასაც არაერთი ინციდენტი მოჰყვა. თუმცა სამქიმიანების შეფი ტოტო ვოლფი დარწმუნებულია, რომ რასელთან პრობლემები არ იქნება.

„ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მსგავს პრობლემებს ახლა უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე მაშინ. იმ დროს გუნდის შიგნით ბრძოლა, ჩვენთვის უცნობი ტერიტორია იყო. ჯორჯსა და ლუისს შორის ურთიერთობა სრულებით განსხვავებული იქნება. ჩვენ გვყავს ჯადოქარი და მისი მოსწავლე. და მე ვფიქრობ, რომ როლების ამგვარი განაწილება, ორივესთვის გასაგებია“, - ამბობს ვოლფი.

0.116407