„კრისტალ პალასის“ თავდამსხმელმა ოდსონ ედუარმა კომპენსაცია გადაუხადა ადამიანს, რომელსაც 4 წლის წინ მის გამო სმენა დაუქვეითდა.
2017 წელს ფრანგი „ტულუზაში“ თამაშობდა, როცა ქუჩაში 62 წლის გამვლელს პნევმატური იარაღით თავში შემთხვევით ესროლა, რის შედეგადაც მან ერთ ყურში სმენა დაკარგა.
ედუარს მაშინ 4 თვით პირობითი სასჯელი გამოუტანეს და 6 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ამის შემდგომ ფრანგი მსხვერპლს არ დაუკავშირდა, რის გამოც ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
ახლა კი მან დაზარალებულს 20 000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა (დაახლოებით 23 500 ევრო).