ფეხბურთი

10:24 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსის“ მეკარე სტეკელენბურგისთვის სეზონი დამთავრდა

„აიაქსის“ მეკარე მარტენ სტეკელენბურგი, მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ვეღარ ითამაშებს - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ბარძაყის პრიბლემის გამო მას აგვისტოს შემდეგ აღარ უთამაშია.

წყაროს ინფორმაციით, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ახლა 39 წლის მეკარეს ოპერაცია დასჭირდება. ექიმებმა მიმდინარე სეზონში მისი დაბრუნება გამორიცხეს.

„ოპერაცია მჭირდება ბარძაყზე. შემდეგ ამას თვეობით რეაბილიტაცია დასჭირდება. ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდი. როცა 2020 წელს „აიაქსში“ დავბრუნდი, ვერცკი წარმოვიდგენდი, რომ პირველი მეკარის რანგში დუბლს მოვიგებდი და ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდთან ერთად ვიქნებოდი.

ახლა კი, როცა ჩემთვის სეზონი მოულოდნელად დამთავრდა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.“ - ამბობს სილესენი.

0.136276