იტალიაში სტარტი აიღო ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა და გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
60 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ჩილელი ლუკას ფერნანდესი, იტალიელი სიმონე ავერსა და ყაზახი შერზოს დავლატოვი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. იქ გიორგიმ ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლშაკის ძლევა მოახერხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს შეხვდა, რომელსაც ორი ვაზარით, შესაბამისად იპონით მოუგო და ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა შაქრო შათირიშვილი, რომელმაც კანადელი ჟოელ დემაერე, ალჟირელი აბდელატიფ ელ-მაჰდი ბუბეტრა და პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდესი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში უზბეკ კამოლიდინ ბახტიროვთან თავად წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ რომაინ ვალადიესთან ვერაფერს გახდა და ბრინჯაოს მედლის შანსიც დაკარგა.
ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა მარიამ ლაპაჩიშვილმა, რომელმაც იტალიელ ილენია მონაკოსთან მარცხით მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.