ფეხბურთი

18:17 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ხეტაფე" კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა

ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ხეტაფეს“ კიკე სანჩეს ფლორესი გაწვთნის. ამის შესახებ მადრიდული გრანდის ვებგვერდი იტყობინება.

„ხეტაფედან“ მიჩელი დაითხოვეს, რადგან გუნდმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო და ლა ლიგის 8 ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა, ისიც ბოლო ტურში შინ „სოსიედადთან“ (1:1).

კიკე სანჩეს ფლორესი „ხეტაფეს“ წარსულშიც ავარჯიშებდა, ასევე უმუშავია „უოტფორდში“, „ვალენსიასა“ და „ესპანიოლში“.

0.115698