სხვა

4:07 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუამ გაკვეთილი ისწავლა

ენტონი ჯოშუა ამბობს, რომ დააზუსტა ის შეცდომები, რომლებმაც უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან ბრძოლის წაგებით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები დააკარგვინა. ბრიტანლი დასძენს, რომ გაკვეთილი ისწავლა და ამას ტიტულების დასაბრუნებლად გამოიყენებს.

„ვუყურე ბრძოლას, გავაანალიზე ჩემი მზადება და ბრძოლისას დაშვებული შეცდომები დავადგინე. ჩემს სულისკვეთებაზე ნურავინ იდარდებს, ის ისევ ძლიერია“, - ამბობს ჯოშუა, ვინც უსიკთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და მას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყელები გადაულოცა.

უსიკი რემატჩზე ახლავე თანახმაა, ამას კონტრაქტიც ავალდებულებს. ის ალბათ თებერვალში ჩატარდება. რა თქმა უნდა, ლაპარაკიც აღარაა ჯოშუასა და მის თანამემამულე ტაისონ ფიურის (WBC-ს ჩემპიონი) შორის ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე. ფიურის პრომოუტერი ფრენკ უორენი ამბობს კიდეც, რომ ამ შეხვედრის გამართვა ამ ეტაპზე, შეუძლებლად მიაჩნია.

ფიური ამ უქმეებზე მესამედ დაუპირისპირდება ამერიკელ დეონტეი უაილდერს. შეხვედრა 9 ოქტომბერს, ლას ვეგასში გაიმართება.

ოურენი ჯოშუას ურჩევს, რო უსიკთან განმეორებით შეხვედრაში, ხელჩართულ ბრძოლას ერიდოს, ფეხებით იმუშაოს და მეტოქე დისტანციაზე იყოლიოს. ფიურიზე კი ამბობს, რომ მომდევნო მეტოქეს, უაილდერთან ბრძოლის შემდეგ შეურჩევს. რა თქმა უნდა, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ ფიური ტიტულს შეინარჩუნებს.

ფიური ჯოშუას უკვე დამარცხებულ ჩემპიონს უწოდებს და ამბობს, რომ არავიტარი ინტერესი არ აქვს იმისა, რომ ურტყას წაქცეულ ადამიანს. „მე მირჩევნია ისეთი მეტოქის შერჩევა, ვინც რინგზე ძლიერად ირჯება და საუკეთესო ფორმაშია. არ მინდა ისეთი მეტოქის შერჩევა, ვინც წაქცეულია. ვინც საუკეთესო ფორმაში არაა. და შესაძლოა, მორალურად განადგურებულია“, - ამბობს WBC-ს ჩემპიონი და დასძენს, რომ უაილდერთან შეხვედრისთვის მზადაა.

0.118165