ფეხბურთი

14:49 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მატეო პესინა ორი თვით გამოაკლდა

ბერგამოს „ატალანტას“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, მატეო პესინა გამოაკლდა. იტალიელმა ნახევარმცველმა ტრავმა „მილანთან“ მატჩში მიიღო და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც გაირკვა, პესინას დაზიანება სერიოზულია და მოედანზე ორი თვის განმავლობაში ვერ გავა. ტრავმის გამო მატეო იტალიის ნაკრებსაც გამოაკლდა, რომელიც ერთა ლიგის ფინალური ეტაპზე თამაშობს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. პესინა ზაფხულში იტალიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირზე ორი გოლიც გაიტანა (უელსისა და ავსტრიის ნაკრებებთან).

0.118712