ფეხბურთი

1:50 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს, ჩვენ პსჟ-ს პატივს ვცემთ"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერზე მისი სიტყვები, რომ იანვარში სიახლე იქნება, არასწორად იქნა გაგებული.

როგორც პერესმა აღნიშნა, ისინი „პარი სენ ჟერმენს“ პატივს სცემენ და არასწორად გაუგეს.

„ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. ვთქვი, რომ მომავალ წელს უნდა დაველოდოთ, რათა მივიღოთ რაიმე სიახლე მბაპესთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ პსჟ-ს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და „რეალს“ იანვარში შეუძლია მასთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს, ხოლო 1 ივლისიდან უფასოდ დაიმატოს.

0.122225