ესპანურმა „ვილიარეალმა“ ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მცველი სერჟ ორიე დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო.
კოტ დივუარელი 1 ივლისიდან მოყოლებული უკლუბოდ იმყოფებოდა, როცა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ინგლისი დატოვა. მან „ვილიარეალთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, 2 წლით განახლების შესაძლებლობით.
29 წლის სერჟ ორიერ ლანსში“, „ტულუზაში“, პსჟ-სა და „ტოტენჰემში“ უთამაშია, კოტ დივუარის ნაკრებში კი 70 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.