ფეხბურთი

23:13 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი: "სულშერი რონალდუს უნდა დაელაპარაკოს, რადგან ის სწორად არ იქცევა"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გარი ნევილმა გააკრიტიკა. ინგლისელს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ „ევერტონთან“ მატჩის შემდეგ რონალდუმ მოედანი გაბრაზებულმა დატოვა და ეს ბრაზი არც დაუმალავს.

„სულშერი რონალდუს უნდა დაელაპარაკოს, რომ რაღაცები გაარკვიოს. ის საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და შეკითხვებს ჰაერში ისროდა. აშკარად ჩანდა, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ ვისზე? ის მაშინ ბრაზდება. როცა გოლს ვერ იტანს და ვერ იგებს, მაგრამ რაღაცები გასახდელს შიგნით უნდა გაირკვეს და არა ტელეკამერების წინაშე. თამაში ძიორითადში სურდა, გაბრაზდა, რომ ვერ გაიტანა და გუნდის ვერმოგებითაც იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ამის საჯაროდ გაკეთება არ შეიძლება. ასეთი ქმედება სულშერს ზეწოლის ქვეშ აყენებს. ვფიქრობ, რონალდუ საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ ეს გაიგოს. კიდევ მოხდება, როცა ვერ გაიტანა და არ ითამაშებს, ამიტომ, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, სანამ კიდევ განმეორდება“, - თქვა ნევილმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო რონალდუმ შეცვლაზე ითამაშა.

0.118759