ირანში ორი წლის შემდეგ ქალები სტადიონზე ბრუნდებიან. ირანის ნაკრები 12 ოქტომბერს, თეირანში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას ირანელი ქალბატონები დაესწრებიან.
ეს იქნება პირველი შემთხვევა 2019 წლის შემდეგ, როცა სტადიონზე ირანში ქალებს დაუშვებენ. ბოლოს ასეთი რამ ირანი-კამბოჯას (14:0) მატჩში მოხდა, რაც პროტესტის შედეგი იყო, რომელიც საჰარ ხოდაიარის თვითმკვლელობამ განაპირობა. საჰარმა თავი იმის პროტესტის ნიშნად მოიკლა მას მერე, რაც სტადიონზე შესვლისთვის დააპატიმრეს. მაშინ "აზადის" სტადიონზე 3 500 ქალი დაუშვეს.
1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ქალებზე შეზღუდვები დაწესდა. ფიფა უკვე წლებია ირანისგან ითხოვს, რომ მატჩებზე დასწრების უფლება მისცენ. შეზღუდული რაოდენობით გამონაკლისი 2018 და 2019 წლებში დაიშვა.