საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო, სადაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობს.
ქართველი მორაგბეები მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 76:0 გაანადგურეს. ცხადია, საქართველო დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქისთვის შანსი საერთოდ არ მიუცია.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ნახევარფინალში 6 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ფინალში გასვლას ეცდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანეთისა და პორტუგალიის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდებიან.