ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ სტუმრად „ბრეოგანს“ დაუპირისპირდა და 65:97 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 17:07 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფციენტი 14-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ბეტისს“ ოთხ ტურში 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურშ 10 ოქტომბერს, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.