კალათბურთი

17:40 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში VTB ლიგაში

VTB ლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდა და იოლად, 92:72 იმარჯვა.

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში ჰქონდა და საუკეთეს მოთამაშე გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 23:32 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მან 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 ჯარიმა ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.

ცსკა-ს სამ ტურში სამი მოგება აქვს, ლიდერის პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს, სტუმრად პერმის „პარმას“ შეხვდება.

0.627281