ფეხბურთი

13:37 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე შეაფასეს და საუკეთესო ფეხბურთელად „დინამო ბათუმის“ შემტევი ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური დასახელდა.

საუკეთესო მწვრთნელის წოდებაც ბათუმელთა თავკაცმა, გია გეგუჩაძემ მოიპოვა. გარდა ამისა, დასახელდა მესამე წრის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასეთია:

მეკარე: ოთარ გოშაძე (საბურთალო)

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლევან კაკუბავა (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), პაპუნა ფონიავა (სამგურალი), ნ. გაგნიძე (დილა)

თავდამსხმელები: აკაკი შულაია (საბურთალო), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), უსმანე კამარა (დილა)

0.121778