კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურში ავთო ებრალიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „დოქსა“ სტუმრად „პაფოსს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა - 1:1.
ებრალიძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მაგრამ ანგარიში გახსნა მოახერხა. 27-ე წუთზე მან თავური დარტყმით გაიტანა და თავისიანები წინ გაიყვანა, თუმცა მეორე ტაიმში „პაფოსმა“ გაათანაბრა.
ავთო ებრალიძეს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, „დოქსა“ კი 6 ქულით მეხუთე ადგილზეა.