ფეხბურთი

12:50 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ვაქცინაციაზე უარს ამბობს

ინგლისის ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელი ვაქცინაციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება, თუმცა, კონკრეტული გვარები არ გაჟღერებულა.

როგორც ცნობილი გახდა, ხუთიდან სამი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრების გამოცდილი წევრია და უკვე ვეტერანებადაც მიიჩნევიან, დანარჩენი ორი კი ახალგაზრდა.

საქმე ისაა, რომ 2022 წელს ყატარში გასამართ მუნდიალზე ფიფა თამაშის უფლებას მხოლოდ იმ ფეხბურთელებს მისცემს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აიცრებიან. ინგლისის ნაკრები კი მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა.

0.121256