სახელოვანი ფილიპინელი მოკრივე მანი პაკიაო პროფესიონალურ რინგს ტოვებს და ფილიპინების პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. პაკიაო ამბობს, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება.
მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში, „პაკმენმა“, როგორვ მას კრივის სამყაროში ხშირად მოიხსენიეენ, თავის ფანებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში მრავლად ჰყავს, მხარდაჭერისთვის და ქომაგობისთვის, რომელსაც 26-წლიანი კარიერის განმავლობაში მუდმივად გრძნობდა, მდალობა გადაუხადა.
„გონგისბოლო ზარი უკვე გავიგონე. კრივი დასრულდა“, - ამბობს 42 წლის პაკიაო, ვინც ამჟამად ფილიპინების სენატორია ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება მშვიდი განსჯის შემდეგ მიიღო.
„ჩემს საკრივო ხელთათმანებს ლურსმანზე ვკიდებ და მადლობას გადავუხდი მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ფილიპინელ ხალხს, ვინც მანი პაკიაოს ქომაგობდა“, - ამბობს პაკიაო, ვინც დაუღალავი ფეხებით და უსწრაფესი დარტყმებით გაითქვა სახელი.
მან კრივი ბავშვობაში, ქუჩაში დაიწყო, სადაც მოგებისთვის სულ რაღაც, 2 დოლარს უხდიდნენ. მარტო შარშან კი მისმა ქონებამ 63 მილიონ დოლარს მიაღწია. ახლახანს, მან როჭოს წონაში (67 კგ) WBA-ის ტიტულისთვის ბრძოლა, კუბელ იორდენის უგასთან წააგო. პაკიაო ოთხი შვილი მამაა. მას პროფესიონალურ რინგზე 72 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგან 62 მოიგო, მათ შორის, 39 ნოკაუტით. 8 ბრძოლა წააგო და 2 ფრედ დაასრულა.