ჭადრაკი

1:55 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში ინდოეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.

ორრაუნდიანი შეხვედრა ინდოელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს - 4.5:3.5. პირველი რაუნდი ფრედ, 2:2 დასრულდა. ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი თავიანთ მეტოქეებთან ყაიმზე შეჯერდნენ, ლელა ჯავახიშვილმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სალომე მელია დამარცხდა.

მეორე და გადამწყვეტი რაუნდი ინდოეთის ნაკრებმა 2.5:1.5 მოიგო და საბოლოო გამარჯვება იზეიმა. ამ ჯერზე ძაგნიძე ისევ ყაიმს დასჯერდა, ჯავახიშვილმა მოიგო, ხოლო ბაციაშვილი და მერი არაბიძე დამარცხდნენ.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.11977